Войти

პოსტი 12

სხვისი უფრო… (ა.ი)

 

 

გუშინ სულ შეშლილმა ღამე გავაგიჟე

ისევ უბედობის წამი გამეწელა

მერე უიმედოდ კარიც გავუღე და,

თბილად გავუღიმე ისევ ნაცნობ სევდას.

 

კვლავაც ვიღიმები როცა სული მტკივა

ნიღაბს ვერ ვიშორებ ისე შემეჩვია

ისევ ამატირა უცებ მარტოობამ

( ცრემლი არ ჩერდება თითქოს უწყვეტია )

 

გული ვეღარ მიძლებს ისე ენატრები

თითქოს ჩემი ხარ და თანაც ასე უცხო

შენ ხომ ოცნებები სულ მთლად ამირიე

ასე მეყვარები, ალბათ სხვისი უფრო.

 

სხვასაც ვერ ვიყვარებ თითქოს გამომთიშეს

ისევ გულს მატკიებს ფიქრი უშენობის

ალბათ ოცნებებში ისე ჩაგეხუტე 

სითბოც კი ვიგრძენი წამის მეათედში

 

მინდა ოცნებები ყველა ამისრულო

მაგრამ უღმერთობას გთხოვ ნუ დამაბრალებ

ისევ მტკივნეული თემა გავიხსენოთ

( ცრემლიც ვერ ეშვება ისევ ამ წამწამებს )

 

მინდა წვიმაში რომ წამით ამაცეკვო

მერე შემცივნებულს ყავას მოგიტანთქო

თითქოს ჩემი ხარ და თანაც ასე უცხო

ასე მეყვარები, მაგრამ… სხვისი უფრო...

 

 

17.01.2013

Обсудить у себя 0
Комментарии (0)
Чтобы комментировать надо зарегистрироваться или если вы уже регистрировались войти в свой аккаунт.
el
el
Было на сайте 18 октября 2014 года в 16:05
тел: (995) 551540050
Читателей: 10 Опыт: 0 Карма: 1
Я в клубах
Любители книг Пользователь клуба
Любители книг
Помощь блогерам сайта MyPage. Пользователь клуба
Помощь блогерам сайта MyPage.
все 8 Мои друзья
ms.VynilЕвгенийУраганчикIRA...АнастасияБагира МилосскаяNo