Войти

პოსტი 26

რაიცი ეგებ ის ოდესღაც დაბრუნდეს....

 

სიჩუმე პოეტის საყვარელ ქალივით

მოედო ოთახში ამ შავბნელ ყვავილებს

და მერე მთვარეც რომ დაათვრეს ძაღლივით

სიჩუმე, პოეტი, და დღესაც იწვიმებს

 

ქარისგან გაწეწილ იმ თმების კულულებს

ლექსებს რომ უძღვნიდა, ადგამდა გვირგვინებს,

და მისი სურნელით გაჟღენთილ ტანსაცმელს

გაცრეცილ ლანდივით დანახულს იხუტებს...

 

სიბნელე, სიჩუმე, ვისკიც და არაყიც

ხომ იცი ტკივილებს მაინც ვერ შველიან

დრო გავა უკვალოდ და ფიქრით გატანჯულს

ეს შენი სიტყვებიც ვერაფერს გშველიან.

 

სიჩუმე, სიბნელე, მთვარეც და პოეტიც

ბალიშში ჩარჩენილ სუნსაც რომ იგონებს

ამ ღამეს ულექსოდ ვერაფერს გახდები

რაიცი იქნებ ის ოდესღაც დაბრუნდეს

 

ამ ღამით იცი რომ ვერაფერს შეცვლი და

იცი რომ უკვალოდ ჩაივლის ტირილიც

მაგ შენი უბრალო, ურითმო ლექსიდან

ტყუილად იღვრება სისხლიც და ტკივილიც

 

სიჩუმე პოეტის საყვარელ ქალივით

მოედო ოთახში ამ შავბნელ ყვავილებს

შენც იცი ვერაფერს უშველი ამ ღამით

რაიცი იქნებ ის ოდესღაც დაბრუნდეს...

 

 

10:53

19.08.2014

Обсудить у себя 0
Комментарии (0)
Чтобы комментировать надо зарегистрироваться или если вы уже регистрировались войти в свой аккаунт.
el
el
Было на сайте 18 октября 2014 года в 16:05
тел: (995) 551540050
Читателей: 10 Опыт: 0 Карма: 1
Я в клубах
Любители книг Пользователь клуба
Любители книг
Помощь блогерам сайта MyPage. Пользователь клуба
Помощь блогерам сайта MyPage.
все 8 Мои друзья
ms.VynilNoБагира МилосскаяУраганчикЕвгений...АнастасияIRA