პოსტი 23
* * * (ო.დ)
სადღაც სასურველი არის უსიტყვობა
ჩვენ კი წერილებით ვაგებდით მომავალს
მომავალს რომელიც ჩვენ ასე გვიყვარდა
მომავალს რომელსაც მე სხვასთან დავმალავ
უშენოდ, ფიქრებით დავხატავ… დაღამდა
ეს მთვარეც ანათებს, და კვლავაც "მიყვარხარ"
მდუმარედ არაფერს მპასუხობს, გათენდა
სიყვარულს ყვითელი მზეც კარგად დაფარავს...
წავედი… უჩემოდ შენ სადღაც დალევ და
ზეგ დილით მოითხოვ ტკივილის წამალსაც.
მგონი, უშენობაც დამაწყვეტს ნერვებს და
მივხვდებით რომ თურმე ჩვენ არც კი გვიყვარდა
22:04
07.08.2014