პოსტი 26

რაიცი ეგებ ის ოდესღაც დაბრუნდეს....

 

სიჩუმე პოეტის საყვარელ ქალივით

მოედო ოთახში ამ შავბნელ ყვავილებს

და მერე მთვარეც რომ დაათვრეს ძაღლივით

სიჩუმე, პოეტი, და დღესაც იწვიმებს

 

ქარისგან გაწეწილ იმ თმების კულულებს

ლექსებს რომ უძღვნიდა, ადგამდა გვირგვინებს,

და მისი სურნელით გაჟღენთილ ტანსაცმელს

გაცრეცილ ლანდივით დანახულს იხუტებს...

 

სიბნელე, სიჩუმე, ვისკიც და არაყიც

ხომ იცი ტკივილებს მაინც ვერ შველიან

დრო გავა უკვალოდ და ფიქრით გატანჯულს

ეს შენი სიტყვებიც ვერაფერს გშველიან.

 

სიჩუმე, სიბნელე, მთვარეც და პოეტიც

ბალიშში ჩარჩენილ სუნსაც რომ იგონებს

ამ ღამეს ულექსოდ ვერაფერს გახდები

რაიცი იქნებ ის ოდესღაც დაბრუნდეს

 

ამ ღამით იცი რომ ვერაფერს შეცვლი და

იცი რომ უკვალოდ ჩაივლის ტირილიც

მაგ შენი უბრალო, ურითმო ლექსიდან

ტყუილად იღვრება სისხლიც და ტკივილიც

 

სიჩუმე პოეტის საყვარელ ქალივით

მოედო ოთახში ამ შავბნელ ყვავილებს

შენც იცი ვერაფერს უშველი ამ ღამით

რაიცი იქნებ ის ოდესღაც დაბრუნდეს...

 

 

10:53

19.08.2014

Комментариев: 0

პოსტი 25

mother ^_^

 


Комментариев: 0

პოსტი 24

  • Часто мы говорим «не люблю», а в душе у нас текут слёзы… часто мы говорим «прощай» в надежде увидеть человека ещё раз… мы говорим «между нами все кончено» когда все только начинается.!

но на этот раз то самое «до вечера», оказалось «прощай» навсегда...

 

Комментариев: 1

პოსტი 23

* * * (ო.დ)

 

სადღაც სასურველი არის უსიტყვობა

ჩვენ კი წერილებით ვაგებდით მომავალს

მომავალს რომელიც ჩვენ ასე გვიყვარდა

მომავალს რომელსაც მე სხვასთან დავმალავ

 

უშენოდ, ფიქრებით დავხატავ… დაღამდა

ეს მთვარეც ანათებს, და კვლავაც "მიყვარხარ"

მდუმარედ არაფერს მპასუხობს, გათენდა

სიყვარულს ყვითელი მზეც კარგად დაფარავს...

 

წავედი… უჩემოდ შენ სადღაც დალევ და

ზეგ დილით მოითხოვ ტკივილის წამალსაც.

მგონი, უშენობაც დამაწყვეტს ნერვებს და

მივხვდებით რომ თურმე ჩვენ არც კი გვიყვარდა

 

22:04

07.08.2014

Комментариев: 0

პოსტი 22

წასვლამდე დარჩი (ა.ი)

(ნაწილი ბოლო)

 

"მე ხშირად ვამბობ, რომ უღმერთოდ მაკლიხარ,

ვამბობ და ქუჩაში ვეჩვევი ხეტიალს"

დღე-დღეზე გადის და სჰენ ისევ გარბიხარ

(მეც უკვე სირბილით ვიღლები ძალიან)

 

ჩემს ლექსებს წინასწარ რამდენი უგრძვნიათ

შარშანაც ასეთ დროს ხომ გითხრეს წახვალო?!

ვერასდროს გეტყვი რომ მე აღარ მიყვარხარ

თუმცა კი "ოცნება" აღარ მტკენს ძვირფასო

 

"ვფიქრობ, ყველა კითხვას პასუხი გაეცა"

"სუნთქვას მოვუსმინო შენსას _ დამაცადე

რაღაც მძიმედ ივსებ ფილტვებს, მაშინებ და..."

მერე კვლავ მაცინებ, ისე როგორც ადრე...

 

მოდი თავს არ მივცემ ძლიერ ნოსტალგიას,

ძველის გახსენება ბევრი შეიძლება.

ფილმივით მორჩეს ყველაფერი (უკვე) დროა

შენი მოსმენა (კიდევ) ბევრჯერ მომინდება.

 

ალბათ მიხვდები დღეს მე პირობას ვარღვევ.

მაინც მივდივარ და შენი უსიტყვობა

არის დღესდღეობით მასში დამნაშავე

(დილით მიუსჯიან უკვე პატიმრობას)

 

გილოცავ… შენ დღეიდან აღარ ხარ ბავშვი.

და ალბათ დროა ბევრ რამეს მიხვდე

მშვიდობით… შენ თანდათან ქრები და დილით

მე ჩვენი ამბის ფინალსაც დავწერ… <3

 

06.03.2014

Комментариев: 0

პოსტი 21

და ისევ ვიწყებ პაუზის შემდეგ… (G)

 

ამ დროის განვლის ტკივილი შემშლის,

და ისევ ვცდილობ ვემსგავსო პოეტს...

თუნდაც უთქმელი სიტყვები შენთვის

შენც კარგად იცი რამდენად ფასობს!

 

ვბრუნდები "ძველი", "უშენო წლების",

ჩაწითლებული თვალებიც მათრობს-

და თითო ღერი ეს ჩემი ცრემლიც

შენც კარგად იცი სულს როგორ აჭკნობს...

 

საკუთარ თავსაც ყოველდღე ვებრძვი -

დავიწყებას რომ ამაოდ ცდილობს,

თუმცა ჯიუტი ეს ჩემი ნერვიც

ცრემლებს ვერავის ვეღარ პატიობს...!

 

ამ ტკივილ-ნარევ "ორწერტილს" ირგვლივ

კვლავ უძილობა დაამჩნევს დაღებს,

ამდენ ხნიანის შემდეგ, პაუზის

შენ მიმიხვდები ამ ლექსის დარდებს.

 

თუმცა ეგ შენი "სიჩუმე" გყიდის...

და სისხლი შენი ჩემსას აგიჟებს,

და უკვე "ჩვენც"-კი დავმთავრდით სხვისით!

და უკვე შენი სიცივეც მიტევს…

 

20:53

21.07.2013

Комментариев: 0

პოსტი 20

как хорошо ^_^

 

Комментариев: 0

პოსტი 19

* * *  (ა.ი)

 

მუზა არ მომდის და

ერთი კი ვიცი რომ

სადღაც ორ საათში

მე ლექსი მჭირდება

 

რითმებს კი მივაგდებ

სადღაც აქ უგულოდ

უბრალოდ ეს ლექსი

იგრძენი ნოტებად

 

ხვალ დილით ადგები

თითქოს-და ამაყად

ჯინსები, საროჩკა და

კურტკაც არ დაგრჩეს

 

ასე ბანალურად

მიიღებ მილოცვებს

ნუ ეძებ, ვერ ნახავ

შენთვის ჩემს საჩუქრებს

 

გინდოდა შენთვის რომ

"შეხვედრა" მეჩუქნა

მაგრამ მე უბრალო

sms-ს ვიმეტებ

 

ვიცი რომ ვერ იგრძნობ

ამ ლექსის სათქმელსაც

ამისთვის გჭირდები

ან მე იქ, ან შენ აქ

 

მე შენთვის მინდოდა

ბილეთი მეყიდა

და ისევ უბრალოდ

ღიმილით მეთქვა რომ

 

გიხდება ჯინსები,

საროჩკა, ეს კურტკაც

და მერე 17 კოცნაც და

გამიშვი...

 

იცოდე მე ამ ლექსს

თან სითბოს რომ ვატან

კიდევ ეს ერთი დღეც

და უკვე იზრდები

 

მე სულ დამავიწყდა

არ მითქვამს "გილოცავ"

17 სანთელიც

იწვება...

სულ ცოტაც,

 

მიხვდები დიდი ხარ

მე ისევ პატარა

და თითქოს ეს დღეც და

მე სადღაც გავქრები

 

მაგრამ შენ ბედნიერ

გართობას გისურვებ

და ალბათ უგონოდ

ღამემდე დათვრები

 

05.03.2013

Комментариев: 0

პოსტი 18

ის რაც არც ღირდა… (ნ.კ)

 

ფიქრებ არეულ მცნებებს მივყვები და

სულელურ პრინციპებს იდეალს ვუწოდებ

ცხოვრების ტკბილ წუთებს უკვე ვავიწყდები

და მერე უცჰუმრად სიგიჯეც იწვიმებს

 

ასე არეული სულ მთლად ვიშლები და

ბრმა მხატვარს მამსგვასებს ეს ჩემი ცხოვრებაც

ნახატს ვერ ვხედავ და უბრალოდ შევიგრძნობ

ნისლში ჩაფერფლილ უბრალო ოცნებად

 

ჰოდა ასე ნაცნობს უკვე გვერდსაც გივლი

ტკივილს გავურბივარ და მაინც… მეწევა

ალბათ უშენობას ღვინოც ვერ უშველის

ვეღარც ამ უღმერთო სიგარის მოწევა

 

თითქოს წამალივით სულში მეყინები

ეს ილუზიები უკვე მეც მეცნობა

შენ მე მოშორებით მდგარი მაჩერდები

ჩემს გულს კი გრძნობები ტკივილად ექცევა

 

შეშლილი წამივით 60-ჯერ მოვკვდები

მერე ცრემლიანს მოვიწმენდ თვალებსაც

ალბათ უშენობა სულ მთლად მომშლის და

და მერე ცხოვრებაც უბრალოდ ამყვება

 

ნაცრისფერ დღეებში მზის სხივიც აღარ ჩანს

ამ გულს კი უბრალოდ "უწითლესს" ვადარებ

და მერე ძარღვები რომ გამეყინება

მერე სევდიანს დავტოვებ ნაკვალევს

 

ლექსშიც ვეღარ ვატევ უაზრო ნაბოდვარს

უბრალოდ მტკივა და უბრალოდ ვიღლები

ჩაცვენილ თვალებსაც თითქოს-და ვერ ამჩნევ

სევდიან მზერას კი დავფარავ ღიმილით

 

ასე არეული მალე შევიშლები

წვიმაც ამაცეკვებს ალბათ სევდიანად

60-ჯერ სიკვდილი მე რომ გამაგიჟებს

მერე აღარ მითხრა რომ უკვე გიყვარვარ.

 

30.11.2012

Комментариев: 0

პოსტი 17

ერთადაც ვიმღერებთ… (G)

 

ჩავფიქრდი წამით და გაჩერდა აქაც დრო

ცხოვრება რთულდება მე კი აქ ვთამაშობ

მინდა რომ გიყიდო, გიყიდო სამყარო

მინდა რომ ტკბებოდე და გული მიხარო

ცხოვრებას უხება ეს შენი სიცილი

და მინდა სულ მუდამ გიხატო ღიმილი

Gხედავდი კვლავ და კვლავ მზიანს და გულიანს

არ მინდა სხვანაირს შეგხედო წამითაც

ეს მატარებელიც სულ უფრო ხმაურობს

ვაფრენ და გულს მირევს ამ ხალხის ქცევები

ზოგი კი თამაშობს, უბრალოდ ხმაურობს

ნერვებზე მაზიან, ფსიქიკა მღალატობს

Gამეებს ვათენებთ უბრალო ლაქლაქში

არასდროს მღალატობ და მათბობ სიტყვებით

სულ მუდამ ოცნებას მინდა რომ მიმღერდე

მასწავლე დაკვრა და ერთადაც ვიმღერებთ

ჩავაცვათ ერთმანეთს სითბოც და ტკივილიც

რომ მერე ისევ შენ გამითბო ხელები

მინდა რომ გიყვარდე, მინდა რომ მიყვარდე

სულ მუდამ ერთად და ასევე ცალცალკე.

 

12.01.2013

Комментариев: 0
Страницы: 1 2 3 4
el
el
Было на сайте никогда
тел: (995) 551540050
Читателей: 10 Опыт: 0 Карма: 1
Я в клубах
Помощь блогерам сайта MyPage. Пользователь клуба
Любители книг Пользователь клуба
все 8 Мои друзья