პოსტი 22

წასვლამდე დარჩი (ა.ი)

(ნაწილი ბოლო)

 

"მე ხშირად ვამბობ, რომ უღმერთოდ მაკლიხარ,

ვამბობ და ქუჩაში ვეჩვევი ხეტიალს"

დღე-დღეზე გადის და სჰენ ისევ გარბიხარ

(მეც უკვე სირბილით ვიღლები ძალიან)

 

ჩემს ლექსებს წინასწარ რამდენი უგრძვნიათ

შარშანაც ასეთ დროს ხომ გითხრეს წახვალო?!

ვერასდროს გეტყვი რომ მე აღარ მიყვარხარ

თუმცა კი "ოცნება" აღარ მტკენს ძვირფასო

 

"ვფიქრობ, ყველა კითხვას პასუხი გაეცა"

"სუნთქვას მოვუსმინო შენსას _ დამაცადე

რაღაც მძიმედ ივსებ ფილტვებს, მაშინებ და..."

მერე კვლავ მაცინებ, ისე როგორც ადრე...

 

მოდი თავს არ მივცემ ძლიერ ნოსტალგიას,

ძველის გახსენება ბევრი შეიძლება.

ფილმივით მორჩეს ყველაფერი (უკვე) დროა

შენი მოსმენა (კიდევ) ბევრჯერ მომინდება.

 

ალბათ მიხვდები დღეს მე პირობას ვარღვევ.

მაინც მივდივარ და შენი უსიტყვობა

არის დღესდღეობით მასში დამნაშავე

(დილით მიუსჯიან უკვე პატიმრობას)

 

გილოცავ… შენ დღეიდან აღარ ხარ ბავშვი.

და ალბათ დროა ბევრ რამეს მიხვდე

მშვიდობით… შენ თანდათან ქრები და დილით

მე ჩვენი ამბის ფინალსაც დავწერ… <3

 

06.03.2014

Обсудить у себя 0
Комментарии (0)
Чтобы комментировать надо зарегистрироваться или если вы уже регистрировались войти в свой аккаунт.
накрутка подписчиков вк
el
el
Было на сайте никогда
тел: (995) 551540050
Читателей: 10 Опыт: 0 Карма: 1
Я в клубах
Помощь блогерам сайта MyPage. Пользователь клуба
Любители книг Пользователь клуба
все 8 Мои друзья